ამერიკულმა გამოცემა "ფორბსმა" ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის საქართველო 139 ქვეყანას შორის 43-ე პოზიციაზეა. "ფორბსი" რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს და ქვეყნებს 11 კრიტერიუმით აფასებს, მათ შორის სავაჭრო თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, საკუთრების უფლება, ინვესტორთა დაცვა, კორუფცია, პირადი თავისუფლება და საგადასახადო თავისუფლება.
"ფორბსის" "ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების" რეიტინგში პირველი ადგილი შვედეთს ერგო, რომელსაც ახალი ზელანდია, ჰონგ კონგი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთის მოსდევს. ბოლო პოზიციებზე ჰაიტი, გამბია და ჩადი არიან.