პანკისელოების პროტესტი - დუისის კულტურის სახლთან აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა შენობის დაწვის ფაქტი გააპროტესტეს. საუბარია ღამით გაჩენილ ხანძარზე, რის შედეგადაც, დამწვარია კულტურის სახლის ის ნაწილი სადაც ტექნიკა ინახებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცენტრი ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა რეგიონში და მისი განადგურება იმ პირებს სურთ, რომლებსაც საერთაშორისო პროექტების განხორციელება არ მოსწონთ. კონკრეტულად, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებები. მოსახლეობა შენობის დაწვის მცდელობის დროულად გამძიებას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ მომხდარზე საქმე აღძრულია.