1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილება, რომლის თანახმადაც ავტომობილებზე ქონების გადასახადი დაწესდა. ცვლილება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. როგორც ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა შესაბამის პირებს 2018 წლიდან მოუწევთ.