1 იანვრიდან იმპორტირებულ ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი შემცირდა. "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებებით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი კიდევ 10%-ით შემცირდა. მანამდე არსებული 50%-ის ნაცვლად, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მინუს 60%-ით შემცირდა. ამასთან, 1-ლი იანვრიდან აქციზის გადასახადი გაიზარდა მსუბუქ ავტომობილებზე, მარჯვენასაჭიანებზე კი გასამმაგდა.