ქართულ მხარესა და რუსულ გაზპრომ-ექსპორტს შორის დადებულ ერთწლიან კონტრაქტს ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა. ახალ პირობებზე შეთანხმება კი ამ დრომდე არ მომხდარა. გაზპრომთან რიგით მესამე სამუშაო შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იმყოფებოდა, თუმცა რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკება ჯერჯერობით უცნობია. ქართული მხარე მოლაპარაკების დეტალებს არ აკონკრეტებს.