ეროვნული ბანკი და თბილისის საფონდო ბირჟა საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშწორების სისტემის რეფორმას იწყებენ. პროექტი ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას ითვალისწინებს. მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანია ჩაერთვება. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ახალი სავაჭრო პლატფორმა ინტეგრირებული იქნება ანგარიშწორების ერთიან სისტემასთან.