ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ სასამართლო პროცესზე სასტიკი დეტალები გაიხსენა. მისი განმარტებით გვამის დანაწევრება მისი გადაადგილების მიზნით მოხდა და არა რიტუალური მოტივებისთვის. შენგელიამ აღნიშნა, რომ ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად, ირმა ყოჩიაშვილს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება მას ედავება. ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ხუთი დაკავებულის წინასასამართლო სხდომა დაიწო. ხუთი დაკავებულის საქმიდან არასრულწლოვნისა და ორი დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელთაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. 76 წლის ქალის უშუალოდ მკვლელობასა და დანაწევრებაში ბრალდებული ბექა შენგელია თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ მიიჩნევს.