ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყაზბეგის გამზირზე სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ასევე ოთხი ავტომობილი. დაშავებულები კლინიკებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის დაუდევრობას მოჰყვა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფატზე მიმდინარეობს.