თეთრი სახლის პრეს მდივნის რანგში, შონ სპაისერმა პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა. მის მიმართ დასმული მთავარი კითხვა, მექსიკა შტატების საზღვარზე კედლის აშენებას უკავშირდება, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო. სპაისერის განცხადებით, პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მუშაობს.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის პრესმდივნობამდე, შონ სპაისერი რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. 2015 წელს პარტიის სტრატეგიის საკითხებში მთავარი ექსპერტადაც არჩიეს.