ლონდონის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში ხანძრისა და აფეთქების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. ცეცხლის ლოკალიზებას 70-მდე მეხანძრე ცდილობდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საჭირო გახდა 50-მდე ოჯახის ევაკუაციაც. ექსპერტები ხანძრის გაჩენას დაუდევრობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ცეცხლი გაზის ბალონის აფეთქების შედეგად გაჩნდა.