საქართველოში მომხდარი ავარიების გამომწვევი მიზეზები - საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ საგზაო შემთხვევებს ძირითადად საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა იწვევს. შალვა ოგბაიძე ამბობს რომ საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება და მიაჩნია რომ ტრაგიკული მიზეზების აღმოფხვრისთვის აუცილებელია კანონის გამკაცრება და სპეციალური პროექტის ან პროგრამის განხორციელება, რათა ავტოავარიების შედეგად არავინ დაიღუპოს.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე კი აცხადებს რომ ავიაკატასტროფაში დაღუპული ადამინებით საქართველო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე იმყოფება. 581 დაღუპული და 9 951 დაშავებული - ასეთია 2016 წლის შედეგები. შსს-ს ინფორმაცით, გასულ წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა. სამინისტროს განმარტებით, ავტოავარიების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.