თბილისის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის მერს "თბილისის განვითარების ფონდის" გაუქმების მოთხოვნით წერილით მიმართავენ. ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ ფუნქციას თავისუფლად შეასრულებს თბილისის კეთილმოწყობის სამსახური, რათა გამოაცხადოს ტენდერი და შემდეგ სამუშაოების შესრულებას მონიტორინგი გაუწიოს. ასევე მან განაცხადა, რომ ისინი ერთობლივი წერილით მიმართავენ დედაქალაქის მერს ან გაუქმდეს "თბილისის განვითარების ფონდი", ან იგი ადეკვატური გახდეს და ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე იმუშაოს.