დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში მედგა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პოლკოვნიკმა, გია ცერცვაძემ უკრაინაში, ლუკიანოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდგომ განუცხადა. ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას მცირე კომენტარით შემოიფარგლა. იზოლატორთან იმყოფებოდნენ ცერცვაძის თანამებრძოლები და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები. შეკრებილები გია ცერცვაძეს ოვაციით დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციიდან არ მიუღია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, შესაბამისად პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო, თუმცა მოგვიანებით ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდა და ცერცვაძე გაათავისუფლეს.