საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მის მიერ დეპუტატის ხელფასის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც რულოვსი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 2016 წლის 1-ელ დეკემბერს შეუწყდა, უფლებამოსილების შეწყვეტამდე კი ხელფასის სახით გარკვეული ოდენობის თანხა ეკუთვნოდა, რომელიც მისი მოთხოვნით საქველმოქმედო ფონდ ააიპ "ბავშვთა ჰოსპისს" გადაერიცხა.