ნორვეგიული კომპანია ქლინ ენერჯი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. ნორვეგიული მედიის ცნობით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდი ნორვეგიული კრონია. ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ქლინ ენერჯი პროექტის განხორციელებას თურქულ ინდუსტრიულ კომპანია ენკასთან ერთად გეგმავს. ჰიდროელექტროსადგური წლიურად 1.5-1.6 ტერავატი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს. კომპანია ქლინ ენერჯის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეს იქნება ყველაზე დიდი ნორვეგიული პროექტი და ჰიდროელექტრო სადგური, რომელსაც ნორვეგიული კომპანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ განახორციელებს.