"მესამე ნაპირი" - ქართველი მწერლის, ლუკა ბაქანიძის სადებიუტო რომანია. მთავარი თემა - სიყვარულის, მუსიკის და სიცოცხლის სიყვარულია. წიგნს თანამედროვე მწერლობაში კულტურული გარღვევა უწოდეს. "მესამე ნაპირი" არის წიგნი საზოგადოებისა და ანდერგრაუნდის ურთიერთობაზე, მაწანწალა ბავშვებზე, პორნო ვიდეოინდუსტრიაზე, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის პრობლემაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, კომპიუტერსა და საზოგადოების ვირტუალურ მიჯაჭვულობებზე. რომანი "პალიტრა L"-მა, 2015 წელს გამოსცა, მასშემდეგ ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში. დღემდე გაყიდულია ათასზე მეტი ეგზემპლარი.