ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი აცხადებს, დიპლომატიურ პასპორტს აჭარის უმაღლეს საბჭოს უკან გაუგზავნის. ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერია, თუმცა მან რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.