ზუგდიდიდან თბილისში მომავალი მატარებელი გაუმართაობის გამო ზესტაფონის რაიონში თითქმის სამი საათის განმავლობაში ელექტრომომარაგებია და გათბობის გარეშე იყო გაჩერებული. მგზავრების თქმით მატარებელი სხვადასხვა სადგურში სამჯერ გაჩერდა, რის შემდეგაც შემადგენლობა დამხმარე ელმავალს ჩააბეს. საბოლოოდ კი მგზავრებმა დედაქალაქამდე სხვა მატარებლით იმგზავრეს. საბოლოოდ დედაქალაქში ისინი 5 საათის დაგვიანებით ჩამოვიდნენ.