ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულების საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით "გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია". ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გუშინ, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დაისვა ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკს უნდა, რომ მსესხებლებს შუამდგომლობა გაუწიოს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ბანკებს აქვთ, რათა შეძლებისდაგვარად გადაუვადონ ასეთი სესხები.