სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, კულტურის სახლის ნაწილი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავიდან გაჩნდა და მთლიან შენობას მოედო. შემტხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, კულტურის სახლი უკვე 20 წელია არ ფუნქციონირებს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 18 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ჩაერთო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სხვა შენობებზე გამავალი დაზიანებული ელეტროსადენებიდან გავრცელდა.