2018 წელს გვირაბის სრული რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესის გარკვეული დროით გაჩერება იგეგმება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 26 იანვარს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქალაქ მინსკში, კომპანია "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ენგურჰესის გაჩერება და გვირაბის დათვალიერება 15 თებერვალს იგეგმება.