შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.