ხელვაჩაურში, ფერიის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამსაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა და ხის ფიცრული თოვლის მასამ დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.