დაზარალებულმა მოვაჭრეებმა "ბავშვთა სამყაროსთან" ჯებირის შენგრევა და შენობაში შესვლა სცადეს. დაზარალებულებს ამის საშუალება დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს. ინციდენტი მალევე აღიკვეთა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ შენობაში შესვლა და საკუთარი პროდუქციის ნახვა სურთ. ისინი ძირითადად, ვერცხლის მოვაჭრეები არიან. მათ სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, ასევე სავაჭრო ცენტრის დირექტორსა და შემტხვევის ადგილზე მისულ ექსპერტებთან. ბავშვთა სამყაროსთან იმყოფება თბილისის ვიცემერი ლაშა აბაშიძეც.