2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა და განსაკუთრებული ყურადღება მცხეთის შშმ პირთათვის ადაპტირებაზე გაამახვილა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურისტების მოზიდვის კამპანია მომავალ წელსაც აქტიური იქნება. 2016-ში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველომ საერთაშორისო მედიის 600-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა.