მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხზე დღეს მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის და ევროპის ელჩებს, რომლებიც ამ მიღწევისთვის მუშაობდნენ.