საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ეწვია. ის ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. მხარეები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს როლზე, მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებსა და საქართველო-ეუთოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.