მექსიკა და თურქეთი სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაჩქარებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუის ვიდეგარაიმ თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ოფიციალური პირების განცხადებით 2015 წელს თურქეთსა და მექსიკას შორის ვაჭრობამ 880 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას სურს მექსიკაში უფრო მეტი თურქული კომპანია იხილოს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უფრო ინტენსიური უნდა გახდეს.