საზოგადოებრივ მაუწყებლთან გადაცემა "რეალური სივრცის" მხარდასაჭერად მოძრაობა "მწვანე მუშტის" წევრებმა აქცია გამართეს. მწვანე მუშტის აქტივისტების აზრით, თავისუფალი მედიის დაცვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო გადაცემა რეალური სივრცე, ყოველთვის აშუქებდა იმ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებდა. ისინი სხვა არასამთავრობოებსაც მოუწოდებენ სოლიდარობა გამოუცხადონ თავისუფალ მედიას. დაიხურება თუ არა გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ამის შესახებ 6 თებერვალს გახდება ცნობილი. ვასილ მაღლაფერიძე მედიისთვის ბრიფინგს გამართავს და მაუწყებლის განვითარების ახალ კონცეფციას წარმოადგენს.