თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიში და 2017 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მერიის ინფორმაციით, გასულ წელს თბილისში 500-მდე ქუჩა შეკეთდა. დასრულდა პროექტი ახალი ტფილისის პირველი ფაზა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 31 პროგრამა განახორციელა, რომლის ბიუჯეტმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2017-ში მერია ახალი მუნიციპალური ავტობაზისა და საბაგირო გზის მშენებლობას გეგმავს.