წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში ტურისტების რაოდენობა 32, 4%-ით გაიზარდა. იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს 387, 070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 817 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 75 მილიონით მეტია.