"ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულები გუკა და მაია რჩეულიშვილები არ დაკითხულან. პროკურატურა დღეს გეგმავდა ერთ-ერთი ბრალდებულის გუკა რჩეულიშვილის დაკითხვას, თუმცა ის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. როგორც გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.