დამასკოს ციხეში ადამიანთა სიკვდილით დასჯის მასობრივი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ Amnesty International-ი ავრცელებს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია გაერო-ს გამოძიების დაწყებას მოუწოდებს. ანგარიშის თანახმად, 2011-დან 2015 წლამდე დამასკოს სამხედრო ციხეში, ყოველ კვირას 20დან 50-მდე ადამიანი იღუპებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი აკონტროლებდა. ამასვე პერიოდში, სასამართლოს ჩატარებისა და განაჩენის გამოტანის გარეშე 13 000 -მდე ადამიანი მოკლეს. ცხედრებს საერთო საფლავებში ასაფლავებდნენ. Amnesty International-ის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ინფორმაცია 84-მა მოწმემ მიაწოდა, მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები და სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალჩინოსნებიც.