ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმზე არსებულ ხიდთან მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. მდინარეში გადავარდნილი ავტომობილიდან მძღოლის ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.