პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედოვნებს, რომ კომიტეტის სხდომაზე გუშინდელი შედეგის მიუხედავად, პარლამენტი დღეს გულდასმით მოეკიდება პრეზიდენტის შენიშვნებს. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის შენიშვნები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მთლიანდ ვენეციის კომისიის მოსაზრებების თანმხვედრია. დღეს პარლამენტში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე უნდა იმსჯელონ.