რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის გარდაცვლილის მეუღლე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.