დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. ის ე.წ. მატროსოვის ციხიდან გვიან ღამით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, დაკავებული სასულიერო პირი ჩაფიძის გულის ცენტრში ბადრაგების თანხლებით მიიყვანეს. როგორც ცნობილია, გუშინ მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.