გურამ ჯაში რეანიმაციაში რჩება - მსახიობის დაზიანებებზე ექიმი საუბრობს - Palitra News

გურამ ჯაში რეანიმაციაში რჩება - მსახიობის დაზიანებებზე ექიმი საუბრობს

2017-02-23 10:10:46+04:00

თავდასხმა მოხდა ცნობილ მსახიობზე. გურამ ჯაში ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. კლინიკაში მსახიობი თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. გურამ ჯაშს თავს სავარაუდოდ ორი მამაკაცი დაესხა. შსს-ში განმარტავენ, რომ გურამ ჯაშზე თავდასხმის მოტივად დასახელებული ყაჩაღობის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება დაიწყო.