პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მზად არის ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი პროკურატურის შეკითხვებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტის ინფორმაციით, გარკვეული კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა, თუმცა კონკრეტული დრო, თუ როდის უნდა მივიდეს დაკითხვაზე შორენა თეთრუაშვილი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი დაიკითხება მოწმის სახით, ვინაიდან სხვა გარემოება არ არსებობს.