ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე კამათისა და ხმაურის მიზეზი გახდა.კამათი საკითხის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინიციატივას მოჰყვა, რომელმაც პარლამენტს შესთავაზა, რომ პაკეტში წარდგენილი რიგით პირველი კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს თავების მიხედვით, ხოლო დანარჩენი კანონპროექტები - მუხლობრივად. პროტესტის ნიშნად სხდომა პარლამენტის ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ" დატოვა.
საინტერესო იყო დეპუტატა ადა მარშანიას რეაქცია, "ევროპულმა საქართველოს" მიერ სხდომის დატოვებაზე.