საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი, მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ყურადღება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურული მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს. საუბრის ერთერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს. პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.