შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალები "დედის დღეს" დაისვენებენ. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, მრავალშვილიან დედას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დედის დღე პირადად მიულოცა. რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებმა ასევე, დედის დღე მიულოცეს თავიანთ თანამშრომელ ქალბატონებს და თაიგულები გადასცეს.