დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების თანახმად, დაკავების შემდეგ მას მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ უთხრა, რომ ის პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის დააკავეს. დეკანოზის ჩვენების მცირე ფრაგმენტს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს. ჩვენების თანახმად, დეკანოზი დეტალურად ყვება თუ როგორ მოხდა მისი დაკავება. როგორც ე.წ. "ციანიდის საქმეზე" ბრალდებული აღნიშნავს, პირები, რომლებმაც ის დააკავეს, პოლიციის ფორმაში არ იყვნენ ჩაცმულები.