ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტილიანამ სურამი-ქემფერის საავტომობილო გზაზე არსებული ხიდი დააზიანა. თოვლის დნობის შედეგად, გუშინ დილიდან, მდინარეში წყლის დონემ განსაკუთრებით მოიმატა, რამაც ხიდის დაზიანება გამოიწვია. შედეგად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი - ქემფერი, ცედანი და წაბლოვანა გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სოფლებში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მეზობელ სკოლაში დადიან განათლების მისაღებად, მათ შესაბამისად, გადაადგილება შეეზღუდათ. სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღსადგენად მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, საცალფეხო სახიდე გადასასვლელია აღდგენილი.