ნეპალში ავტობუსის ავარიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია კლდოვან გზაზე მოხდა. დაშავებულია ათობით მგზავრი. ავტობუსი 200 მეტრის სიმაღლიდან მდინარე, ჯაჯარკოტში გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ავტობუსში მგზავრთა რაოდენობა განსაზღვრულს აღემატებოდა. ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.