ის არ წარმოადგენს ჩემთვის ავტორიტეტს - ასე პასუხობს საპატრიარქოს იურისტის ბრალდებას სოსო ოხანაშვილი. ის ედიშერ ქარჩავას განცხადებას ეხმაურება და ამბობს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით აღარ საუბრობს. „არ გავცნობივარ მის ინტერვიუს, თქვა და რა ვქნა, გამოვეკიდო?“, - განაცხადა ოხანაშვილმა.კითხვაზე, დამატებით დაკითხა თუ არა ის გამოძიებამ, ოხანაშვილი ამბობს, რომ მას ჩვენება გამოძიებისთვის აღარ მიუცია.
იხილეთ: ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია - საპატრიარქოს იურისტი