"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები 5 ათას ლარიან ერთჯერად კონპენსაციას და ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას ითხოვენ. გარდა არნიშნული მოთხოვნებისა, მათ პრემიერ- მინისტრთან შეხვედრა სურთ. დაზარალებულები აცხადებენ რომ მოთხოვნების მიუხედავად, გიორგი კვირიკაშვილტან შეეხვედრა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათი სურვილია, რომ პრობლემები მთავრობის მეთაურს თავად გააცნონ. ისინი დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.