არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე სამი ქალი დააკავეს, რომელებიც სოხუმის ე.წ. დროებითი მოთავსების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. შემთხვევა 5 დღის წინ სოფელ ოტობაიაში მოხდა. ქალბატონებს ბრალად ე.წ. "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა" ედებათ. სამივე მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, უწყება აღნიშნულ ინფორმაციას "ცხელი ხაზისა" და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აზუსტებს.