ის, რაც ქოლესტერინის შესახებ უნდა იცოდეთ - სასურველია, მისი დონე რეგულარულად შეიმოწმოთ - Palitra News

ის, რაც ქოლესტერინის შესახებ უნდა იცოდეთ - სასურველია, მისი დონე რეგულარულად შეიმოწმოთ

2017-03-18 11:46:05+04:00

ქოლესტერინი წარმოადგენს ცხიმის ნაირსახეობას. ქოლესტერინის დაახლოებით 80%–ს გამოიმუშავებს ორგანიზმი, ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებიდან იღებს. ჭარბი დოზით ქოლესტერინი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, რადგან შეუძლია არტერიის სრული ბლოკირება რაც იწვევს გულის დაავადებებს, ინფარქტსა და ინსულტს.ქოლესტერინის დონე ასაკის, წონისა და სქესის მიხედვით იცვლება. წლების მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი მეტ ქოლესტერინს გამოიმუშავებს. სწორედ ამიტომ სასურველია, ზრდასრულმა ქოლესტერინის დონე რეგულარულად შეიმოწმოს.