ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ბლიცინტერვიუში" მონაწილეობის შემდეგ მამუკა ჩარკვიანს ოცნება აუხდა. მან ავსტრიაში მოგზაურობის აუხდენელ სურვილზე ისაუბრა. ინტერვიუს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეიზის" წარმომადგენლებმა უყურეს და გადაწყვიტეს მამუკა ჩარკვიანს ამ სურვილის ასრულებაში დახმარებოდნენ. გრანდიოზული სიურპრიზი მუსიკოსს შემოქმედებით საღამოზე ელოდა. 2 კაციანი საგზური მას კონცერტის დასასრულს გადაეცა.
იხილეთ ინტერვიუ: "ჩემი ვაჟი 20 წლისაა, მინდა მის შვილს მოვესწრო... არ ვაპირებ ჯერ არსად წასვლას, 25 წელი აქ უნდა ვიყო" - მამუკა ჩარკვიანის ბლიცი